კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ა.ს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღო.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.