მესამე პირები ამომრჩევლის პირად ინფორმაციას აგროვებდნენ – საია [Audio]

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არჩევნებს კახეთის სამ ოლქში აკვირდება. ესენია: გურჯაანი, თელავი და ყვარელი. როგორც საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, ამ დროისთვის ორგანიზაციას დაფიქსირებული აქვს 5 შენიშვნა, რომელიც ძირითადად საკონტროლო ფურცლის არასწორ შევსებას ეხება.

ევროპული საქართველოს წარმომადგენელი პარტიის მითითებას აკრიტიკებს [Audio]

№12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის 46 უბანი 7 საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარე მანანა გოგაშვილმა წილისყრის პროცედურები ჩაატარა და ფუნქციები გადაანაწილა, თუმცა გადასატანი ყუთის ზედამხედველად წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა.