ადგილობრივი ხელისუფლება იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სააგენტოს – “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი -მიხეილ ხიდურელი. მან ადგილობრივებს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და დაფინანსების პროგრამები გააცნო. … Continued

ლამბალოში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება

ხვალ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგეგმილია შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, სააგენტოს- ” აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი, პარლამენტის წევრი რომან მუჩიაშვილი და ადგილობრივი ხელმძღვანელი პირები.

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, 20 აგვისტოდან ბიზნეს-იდეების მიღება დაიწყო.

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღებას 20 აგვისტოდან დაიწყებს

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში – “აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შევიდა.