ვინ არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები საგარეჯოში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2016–2017 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია გამოაქვეყნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან ოქროს მედალი 15-მა მოსწავლემ დაიმსახურა, ხოლო ვერცხლის მედალი – რვამ.