ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგარეჯოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-გივი მეტრეველმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ-გიორგი ერბოწონაშვილთან, მოადგილებთან-ალექსი გილაშვილთან და შოთა კაკაბაძესთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 18 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა

მიმდინარე წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 პროექტი დაფინანსდა. განხორციელდება მარჯანიშვილის, მამისაშვილის (პირველი და მესამე შესახვევი), ჩოლოყაშვილის, თავისუფლებისა და ლესელიძის ქუჩების რეაბილიტაცია, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 332 500 ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 17 500.