იორმუღანლოში კორონავირუსით 63 წლის კაცი გარდაიცვალა
კორონავირუსით კახეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი საგარეჯოს და ერთიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
კორონავირუსით კახეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი საგარეჯოს და ერთიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს კორონავირუსის შესახებ ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული ბროშურები დაურიგეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ელზა გილაშვილის თქმით, სააღმზრდელო დაწესებულება სავარაუდოდ, 150 ბავშვზე იქნება გათვლილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული – ხ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს იორმუღანლოში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს. ისინი იმ მიწების დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელსაც წლების განმავლობაში, დროებით სხვა პიროვნებები იყენებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში, 1985 წელს დაბადებული შ.ი. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ის თანასოფლელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გთავაზობთ ინტერვიუს აბიტურიენტებთან, რომლებმაც ეროვნული გამოცდებზე ზოგადი უნარებში იორმუღანლოს თემიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. გონჩა გულიევა, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულა აიღო, ამბობს, რომ ამ შედეგის მისაღწევად წლების მანძილზე მეცადინეობდა.
აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში გუშინ აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
68 წლის მალაქსა იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამაში ცხოვრობს. ოჯახი 17 წლის ასაკში სიყვარულის გარეშე, მშობლების დაძალებით შექმნა.
იორმუღანლოს თემში არსებულ კლუბ იაგუარის სპორტსმენები ელვინ ქაზუმოვი და თეიმან გაჯიევი კიკბოქსინგში აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან. ტურნირში სულ შვიდი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სააგენტოს – “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი -მიხეილ ხიდურელი. მან ადგილობრივებს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და დაფინანსების პროგრამები გააცნო. … Continued
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის, თეა გურგენიძის სარჩელი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. მან რადიო ივრისთან საუბარში აღნიშნა, რომ ითხოვდა, როგორც სამსახურში დაბრუნებას, ისე გაცდენილი თვეების ხელფასის ანაზღაურებას. “ვაპირებ, რომ დავბრუნდე სკოლაში. უბრალოდ პრინციპის ამბავია, თან … Continued
პროექტის ფარგლებში „მე შევცვლი ჩემს თემს“ ჯგუფის წევრებმა მოაწყეს იორმუღანლოს სკოლის წინ მოაწყეს აქცია „დაუთმე გზა“. მათ დახატეს პოსტერები სხვადასხვა მოწოდებით: იორმუღანლოში გვჭირდება საგზაო ნიშნები; დაუთმე გზა ფეხით მოსიარულეს და სხვა. პროექტის მონაწილეების გარდა, აქციაში ჩართული იყვნენ იორმუღანლოს საჯარო სკოლის … Continued
ქართულ-აზერბაიჯანული სათემო რადიო „ივრისის“ ბაზაზე უკვე სამი თვეა მიმდინარეობს პროექტი „მე შევცვლი ჩემს თემს“, რომლის მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ახალგაზრდების ინფორმირება ისეთ თემებზე, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პოლიციის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიდეოადვოკატირება და სხვა.
იორმუღანლოს თემში სულ 13 საარჩევნო უბანია. მათგან 4 უბანზე ხმების მეტი რაოდენობა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 9 უბანზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობდა.
სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან დაკარგული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი სოფელ ვაშლოვანში იპოვეს.
მეექვსე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ ალიევ არაზ სახიბ ოღლის ეძებენ.
მეხუთე დღეა იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოდან მოტაცებულ მეთერთმეტეკლასელ გოგონას ეძებენ. სამართალდამცველებმა და ოჯახმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგო 25 წლამდე ასაკის ბიჭმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა. შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.
თეა გურგენიძემ იორმუღანლოს თემში, ქორწინების სახლის შენობაში ქართული ენის შესასწავლი წრე გახსნა, სადაც ბავშვებს შაბათობით ამეცადინებს.
უკვე ერთი კვირაა იორმუღანლოს თემში, ქორწინების სახლის შენობაში კერძო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. ამ დროისთვის ბაღში 30 აღსაზრდელია. როგორც მენეჯერი თეა გურგენიძე ამბობს, მიმდინარე წელს ბავშვების დამატებას კიდევ ელიან.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები თულარის, კაზლარის, ლამბალოს, იორმუღანლოსა და დუზაგრამის თემს ესტუმრნენ.