ნადირობის სეზონთან დაკავშირებით კონტროლი მკაცრდება

ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს. წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდამცველები საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.