პედაგოგ თეა გურგენიძის საქმეს აუდიტის დეპარტამენტი შეისწავლის [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, აღნიშნული ფაქტი კამერამ დააფიქსირა, მანდატურმა კი შესაბამისი ოქმი დაწერა.