მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით შსს საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს წარუდგენს

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების პრაქტიკაში აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მიერ გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმა. უწყებამ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც საქართველოს პარლამენტს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.