იორმუღანლოს სათემო რადიო-ინფორმაციის უალტერნატივო საშუალება [Video-Photo]

posted in: მედია | 0

24 თებერვალს რადიო ივრისის ოფისში პირველი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ის ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ვინც უახლოეს მომავალში პირველი სიტყვა უნდა თქვას ინტეგრირებისა და თემში არსებული ინფორმაციული ვაკუუმის დაძლევის თვალსაზრისით;

რატომ არის საჭირო სათემო რადიო? [Video]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა სათემო რადიომაუწყებლობის საჭიროებაზე საუბრობს. მათი თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც გაეცნობიან და საკუთარ ხმასაც მიაწვდენენ ხელისუფლებას.

იორმუღანლოს თემის მოსახლეობა რადიომაუწყებლობას ითხოვს

დასრულდა კვლევა იორმუღანლოს თემში, რომელიც ადგილობრივი რადიომაუწყებლობის აუცილებლობას ეხებოდა. გამოიკითხა იორმუღანლოს თემის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი. კვლევაში მონაწილეობდა სამი ადგილობრივი ახალგაზრდა აქტივისტი და ასევე speqtri.ge-ს სამი ჟურნალისტი. წინასწარი მონაცემებით, თემის მოსახლეობის 100% მოითხოვს, რომ ასეთი მაუწყებლობა აუცილებლად უნდა არსებობდეს.