მესამე პირები ამომრჩევლის პირად ინფორმაციას აგროვებდნენ – საია [Audio]

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არჩევნებს კახეთის სამ ოლქში აკვირდება. ესენია: გურჯაანი, თელავი და ყვარელი. როგორც საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, ამ დროისთვის ორგანიზაციას დაფიქსირებული აქვს 5 შენიშვნა, რომელიც ძირითადად საკონტროლო ფურცლის არასწორ შევსებას ეხება.

ამომრჩევლის უფლებები, მოვალეობები და აკრძალვები [Audio]

2017 წლის 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებია. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იმისთვის, რომ მოქალაქემ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია კარგად იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი გვესაუბრა.