სოფელ შიბლიანში 32 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა

გუშინ მოსულმა სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც დააზარალა. მერის მოადგილის პაატა ასრათაშვილის ინფორმაციით, სოფელ შიბლიანში 30 ჰექტარი რქაწითელი და 2 ჰექტარი სასუფრე ჯიშის ყურძენი 25%-ით დაისეტყვა.

იორმუღანლოს თემში სტიქიისგან დაზიანებული რამდენიმე ქუჩა მოიხრეშა

იორმუღანლოს თემში სოფელ მუღანლოსა და ქეშალოში ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე ქუჩაზე ხრეში გაშალა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც სტიქიის შედეგად გზები დაზიანდა.

ლამბალოში შიდა სანიაღვრე არხის გაწმენდა მიმდინარეობს

რამდენიმე დღის წინმოსულმა უხვა ნალექმა იორმუღანლოს თემში სანიაღვრე არხებზე პრობლემები შექმნა.

22 მაისის საინფორმაციო გამოშვება [Audio]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, 20 მაისს მოსული სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალა. სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. კახეთის საოლქო პროკურატურა სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის … Continued