ვის ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა რამდენიმე კატეგორიის დასაქმებულებისთვის.

მასწავლებლების ხელფასი იზრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლებს ხელფასები სტატუსის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან გაეზრდებათ.